სათნოებით შენიღბული ბოროტება (Rock N Roll) patrioti 25 აგვ 2013, 21:00 თვით “როკ-ენ-როლის” წარმოშობა დასავლეთში “ახალგაზრდობის სექსუალურ რევოლუციად” აღიქმებოდა. ეს დამანგრეველი “კულტურა” პირდაპირ ჯოჯოხეთისკენ ისტუმრებს ახალგაზრდობას. მისი გზა მოფენილია ყველაზე საძაგელი,საშინელი,სასიკვდილო ცოდვებით… და ყოველივე ამის გვერდით ხშირია უფალ იესო ქრისტეს ხსენება, ჯვრის ან მაცხოვრის გამოსახულების ჩვენება… ამგვარი სიმღერების ტექსტებში მრავლადაა გმერთის საგმობი გამონათქვამები,ზოგჯერ კი აშკარა სატანიზმიც. იმისათვის, რომ საბოლოოდ გარყვნან ახალგაზრდების გონება და, რაც შეიძლება,მეტად გაავრცელონ დემონური გავლენა, სინერების ჩანაწერებში ჩადებულია ე.წ “ქვეცნობიერი ინფორმაცია”, ანუ საზარელი სიტყვები,მოწოდებები,წყევლა,რაც ჩანაწერის უკუღმა მოსმენისას კარგად ისმის. გამოკვლევებმა ცხადყო,რომ ქვეცნობიერი ფენა იჭერს ამ ფრაზას მაშინაც კი,როდესაც სიმღერა მსმენელთათვის უცნობ ენაზეა დაწერილი! აღსანიშნავია, რომ “როკ-ენ-როლის” ყველა ავტორი “სატანური ეკლესიის” წევრია, ხოლო როკ-ჯგუფების უმრავლესობა ამა თუ იმ ლუციფერულ რელიგიას აღიარებს. როდესაც ფირფიტას უშვებენ, ანდა ახალი სიმღერის კონცერტზე გატანას აპირებენ,ისინი თავიანთი “ტაძრის” ქურუმს სთხოვენ მოაჯადოოს ეს ნაწარმოები, რათა წარმატება მოიპოვონ. ამ რიტუალის შემდეგ,როდესაც ფირფიტის “შესალოცად” უამრავ დემონს მოუხმობენ,ამავე დემონებს ევალებათ მსმენელზე ზეგავლენის მოხდენა. ელის კუპერმა საქვეყნოდ განაცხადა,რომ დემონთან დადო ხელშეკრულება და ამ ამბავმა მას დიდი აღიარება მოუპოვა. მიკ ჯაგერი (“როლინგ სტოუნზის” წევრი) სატანის კულტის მსახური იყო და შავი მაგიის ყველა საიდუმლო კარგად იცოდა. თავის თავს იგი “ხორცშესხმულ ლუციფერს” უწოდებდა. ჯონ ლენონმა “ეშმაკის თეთრი ალბომის” საჯარო შესრულებისას თქვა: “ქრისტიანობა გადაშენდება- იგი დაპატარავდება და მერე გაქრება. ჩვენ ახლა უფრო პოპულარულები ვართ ვიდრე იესო ქრისტე!” “ლედ ზეპელინის” ჯგუფის სიმღერაში “კიბე ცისკენ” მესამე სტროფის უკუღმა მოსმენისას გამოდის: “მე უნდა ვიცხოვრო სატანისათვის.” “ბლეკ ოუკ არკანზასის” ჯგუფის სიმღერაში” როდესაც არკანზასში ელექტრობა შემოვიდა”, ერთ-ერთი ნაწილი უაზრო სიტყვების გროვას წარმოადგენს. უკუღმა მოსმენისას კი გამოდის: “სატანა… სატანა… სატანა… იგი ღმერთია… ღმერთია… ღმერთია --------------- patrioti 25 აგვ 2013, 21:00 სამწუხაროდ, მთელი მსოფლიოს ახალგაზრდობასთან ერთად ქართველი ახალგაზრდების უმეტესობაც გატაცებით ისმენს როკ-ჰიპ-ბიტ-ჰარდ-პანკ მუსიკებს და ვერც კი გრძნობენ, როგორ ეხვევიან სატანის ბადეში, როგორ ნელ-ნელა ეშვებიან უფსკრულისაკენ და პირდაპირ ხახაში უცვივდებიან “გონიერ მგელს.”(სატანას) ამის საპირისპიროდ მოგახსენებთ, თუ როგორ მკურნალობდა ავადმყოფებს ერთი ფრანგი მუსიკატმცოდნეობის დოქტორი,რომელმაც სორბონის უნივერსიტეტში გახსნა ქართული ხალხური სიმღერების კაბინეტი და ჩვენი ეროვნული ჰანგების მოსმენით კურნავდა: პანკებს, ჰიპებს, ბიგნიკებს, მაოისტებსა და სხვა დანგრეული ფსიქიკის ხალხს. ყოველი სეანსის შემდეგ პაციენტები დამშვიდებული გონებით გამოდიოდნენ კაბინეტიდან. ქართული ხალხური მელოდიებით მკურნალობის სეანსები წარმატებული იყო იმითაც, რომ ქართული ხალხური სიმღერები არა მარტო ყოფითი ხასიათის ხალხური მუსიკაა, არამედ იგი არის უძველესი ჰიმნები და საგალობლები. დიდი ამერიკელი კომპოზიტორი იგორ სტრავინსკი წერდა: ჩემი უკანასკნელი წლების ყველაზე დიდი მუსიკალური შთაბეჭდილება ქართული ხალხური სიმღერებიაო. უცხოელების საერთო აღიარებით, ქართული ხალხური მელოდიები.- ეს არის საოცარი,უნიკალური ფენომენი. ქართულ ხალხურ სიმღერებთან დაკავსირებით, ცნობილმა პედიატრმა,პროფესორმა ირაკლი ფაგავამ თქვა: ახალშობილებში ნევროზული მოვლენების გამოკვლევებმა ცხადყო,რომ თუ ორსულობის პერიოდში დედა ხშირად ისმენს როკ-მუსიკებს, ბავშვები ავადმყოფები იბადებიან,ხოლო ის ქალები,რომლებიც ორსულობის დროს რეგულარულად ისმენენ ქართულ ხალხურ მელოდიებს,ყოველთვის ჯანმრთელ ბავშვებს ბადებენო. წყარო : [url=http://infomanianews.wordpress.com/2013/07/24/სათნოებით-შენიღბული-ბორო/]საინფორმაციო ბლოგი --------------- patrioti 25 აგვ 2013, 21:03 ეს ძალიან რთული თემაა, სისულელეა მათთვის ვინც Rock-ს უსმენს, რადგან ეს მუსიკა პირდაპირ ზემოქმედებს ადამინის გონებზე. მე აღარ ვუსმენ...!!! --------------- Mindia 26 აგვ 2013, 12:28 ქებაი და დიდებაი მძიმე მეტალს. :) ეს თეორიები რაც თემაშია ზეაბსურდულია და როგორ უნდა დაიჯერო ამისი არ მესმის. :) როკს გააჩნია თან, ლამის ათასობით მიმდინარეობა იქნება მგონი... მათ შორის ქრისტიანული როკიც. --------------- Mon Ami 26 აგვ 2013, 12:40 ფანატიზმით გაჯერებული დასკვნები. .drama. Rock-s ვუსმენ, Metalsac და აქ რა შუაშია და კლასიკასაც. მართლმადიდებელი ვარ და არანაირი ბოროტი აზრები არ მაწუხებს და როკის მოსმენა და არ მოსმენა არაფერს არ წყვეტავს. --------------- Eichmann 26 აგვ 2013, 12:55 xo rocki arc me momwons. Zogierti satanistursac ki gavs. --------------- LILITH 26 აგვ 2013, 13:07 [url=http://archive.wapforum.ge/viewtopic.php?p=2503&cit]ციტატა: Mindia :D absurdsac gaachnia. Chorikana dedakacebi birjaze rom saubroben "ui,qalo,turme ragaca mfrinavi manqana gamougoniat,tavisit dafrinavs turme qaa" - ai am donis shefasebebia pirveli posti, cicikore bidzias matareblis shemosvlis rom eshinoda sofelshi,progress moitans da saqartvelos dagupavso. Zogadad rok musikisa da religiis dakavshireba,satanis dzieba masshi da a.sh , es aris sasuliero pirebis mier shetxzuli "bodva",radgan tavisuflebisken,shinagani protestisaken da tavis shecnobisaken mswrafi axalgazrdoba xelidan ar gausxltet, kvlav religiis klanchebshi moaqcion da daimorchilon. Nu amas axerxeben kidec garkveul fenebshi. Satana buas saxit sul kavt shesashineblad :D --------------- IDIOTEQUE 26 აგვ 2013, 13:15 ჰოოო...აქ არაა ასე ადვილად საქმე :) ვიღაც მოცლილის დაწერილს ჰგავს რომელსაც თავი ციცერონი ჰგონია :) როდესაც არის მეტალი დალშე..... :))) ჯობია მეტი უსმინოთ მუსიკას და ნაკლებად იფიქროთ სამყაროს გასაჭირზე :) --------------- Mindia 26 აგვ 2013, 13:17 LILITH, სწორია :) მაგრამ ზოგიერთი მიმდინარეობა, მართლაც ანტირელიგიურია, ზოგიერთი ჯგუფების ტექსტებიც დატვირთულია ანტირელიგიური მოტივით, მაგრამ მთლიანობაში როკი სატანისტური არაა. :) სტატია, ზემიკერძოებულია, მითუმეტეს როცა თანამედროვე პოპი, რეპი და მსგავსი სტილები, ნამდვილად ვერ დაიკვეხნის იმით რომ თითქოს მისასალმებელი იყოს რელიგიურად. --------------- LILITH 26 აგვ 2013, 13:26 [url=http://archive.wapforum.ge/viewtopic.php?p=2520&cit]ციტატა: Mindia antireligiur musikasac aqvs tavisi mizezebi,tanac grma da fsiqologiuri. adamianebi daigalnen gamudmebuli diqtatit religiis mxridan da amsxvreven stereotipebs,rac e.w morwmunetatvis miugebelia. aq saubaria ukve imaze,ra aris religia da ratom cdiloben misgan gatavisuflebas,torem sxvagvarad es saubari mikerdzoebuli iqneba. --------------- Mindia 26 აგვ 2013, 13:30 LILITH, კი ბატონო, ეგრეა. :) --------------- gio-x.z. 26 აგვ 2013, 13:43 tu martlmadidebeli xar ar unda mousmino metalebs da mamadzaglobebs.ra aris mand sakamato --------------- Mon Ami 26 აგვ 2013, 13:44 [url=http://archive.wapforum.ge/viewtopic.php?p=2533&cit]ციტატა: gio-x.z. :D --------------- patrioti 26 აგვ 2013, 14:15 კომენტარს არ გავაკეთებ იმ ათეისტურ შეხედულებებზე რაც აქ გაისმა. რაც შეეხება პირველი 2 პოსტის შეფასებას, ყურადღება მიაქციეთ ფაქტებს, მაგალითად : მიკ ჯაგერი (“როლინგ სტოუნზის” წევრი) სატანის კულტის მსახური იყო და შავი მაგიის ყველა საიდუმლო კარგად იცოდა. თავის თავს იგი “ხორცშესხმულ ლუციფერს” უწოდებდა. ჯონ ლენონმა “ეშმაკის თეთრი ალბომის” საჯარო შესრულებისას თქვა: “ქრისტიანობა გადაშენდება- იგი დაპატარავდება და მერე გაქრება. ჩვენ ახლა უფრო პოპულარულები ვართ ვიდრე იესო ქრისტე!” “ლედ ზეპელინის” ჯგუფის სიმღერაში “კიბე ცისკენ” მესამე სტროფის უკუღმა მოსმენისას გამოდის: “მე უნდა ვიცხოვრო სატანისათვის.” “ბლეკ ოუკ არკანზასის” ჯგუფის სიმღერაში” როდესაც არკანზასში ელექტრობა შემოვიდა”, ერთ-ერთი ნაწილი უაზრო სიტყვების გროვას წარმოადგენს. უკუღმა მოსმენისას კი გამოდის: “სატანა… სატანა… სატანა… იგი ღმერთია… ღმერთია… ღმერთია ისიც გაიხსენეთ როდესაც ჯონ ლენომმა თქვა რომ ბიტლზი იესოზე უფრო პოპულარულიაო მეორე დღეს გარდაიცვალა. --------------- Mindia 26 აგვ 2013, 14:17 :D მიყვარს იუმორი. --------------- patrioti 26 აგვ 2013, 14:18 იმასაც ვიტყვი, რომ სატანისტთა წესები ქვია თუ რაც ჯანდაბაა, იქ წერია, რომ სატანისტი აუცილებლად უნდა უსმენდეს როკს --------------- gio-x.z. 26 აგვ 2013, 14:24 [url=http://archive.wapforum.ge/viewtopic.php?p=2543&cit]ციტატა: patrioti mageni chatlaxebi me-17 saukuneshi ras usmendnen neta? rokerebi egeni.maimunebi --------------- Mindia 26 აგვ 2013, 14:24 [url=http://archive.wapforum.ge/viewtopic.php?p=2543&cit]ციტატა: patrioti გაფიცებ, ამ ყველაფრის მართლა გჯერა? :) შენ მეტკბილალუბლები ხომ არ ხარ, ძველი ფორუმიდან. საერთოდ ნება შენია რისიც უნდა გჯეროდეს რა თქმა უნდა, მაგრამ რომ ამბობ როკი სატანისტურიაო, შენ გწამს იმისი რომ რეპი ან თუნდაც პოპი უფრო ქრისტიანულია? ან მცნება როკი იცი რამდენად მრავალმხრივია და რამდენ ქვეჟანრს შეიცავს? :) ლენონის სიკვდილს რაც შეეხება ისე... ამ ლოგიკით რა ჯანდაბა აცოცხლებს ამდენხანს აბა იესო ქრისტე სუპერვარსკვლავის ავტორს? --------------- patrioti 26 აგვ 2013, 14:26 gio-x.z., მე ზუსტად არ ვიცი, მაგრამ მე20 საუკუნეში ახალმა ზელანდიელმა დაწერა სატანისტების ბიბლია, რომელშიც ჩაიდო ეს, როკის მოსმენას ვგულისხმობ --------------- patrioti 26 აგვ 2013, 14:29 Mindia, სატანისტები ყველგან არიან. მე რა თქმა უნდა მჯერა და დამატებით ინფოს შემდეგ პოსტში დავდებ. როკი << თვითონ მუსიკა შეიცავს სატანისტურ მოწოდებებს. --------------- Mindia 26 აგვ 2013, 14:30 patrioti, ყველა როკი? როკის ყველა კომპოზიცია? --------------- patrioti 26 აგვ 2013, 14:31 Mindia, და კიდევ შენ თუ იცი საერთოდ როკის ისტორია :) საიდან წარმოიშვა და ა.შ. ? ან კიდევ უარყოფ უამრავი მეცნიერის დასკვნას რომ ეს მუსიკა სატანისტურ მოწოდებებს შეიცავს? თუ მას უკან დავატრიალებთ? --------------- patrioti 26 აგვ 2013, 14:32 Mindia, არა გარკვეული მონაკვეთები :) და საერთოდ თვითონ მუსიკის ტიპი, რომელიც ადამინში მღელვარებას იწვევს --------------- patrioti 26 აგვ 2013, 14:32 როცა მუსიკა ღმერთს ეწინააღმდეგება მუსიკის სულიერი ძალის შესახებ კარგად უწყოდნენ ჩვენმა წინაპრებმა. მაგალითად, ძველ სპარტელებს ჰყავდათ მუსიკოსები, რომელთა შემოქმედება მეომართა სულისკვეთებას აძლიერებდა და ისინი უფრო მამაცურად იბრძოდნენ. იგივე ხდებოდა ეგივპტეშიც. ძველი აღთქმა გვაუწყებს, რომ როდესაც საული მელანქოლიას გრძნობდა, დავითს უხმობდა, რომლის გალობაც სულს უმშვიდებდა. საულს სჯეროდა, რომ ეს მუსიკა დემონებს აიძულებდა, იქაურობას გასცლოდნენ. პლატონს სწამდა, რომ მუსიკალური ტონის ყოველგვარი ცვალებადობა გავლენას ახდენდა მოქალაქეთა გამომეტყველებაზე. არისტოტელეს კი მიაჩნდა, რომ ახალგაზრდების მუსიკა სახელმწიფოს კანონმდებლობით უნდა ყოფილიყო განსაზღვრული. ლენინი თვლიდა, რომ საზოგადოების სწრაფად განადგურების ერთ-ერთი საშუალება ამავე საზოგადოების მუსიკა იყო. თავად „მუსიკა“ წარმოსდგება სიტყვიდან „მუზა“, რომელიც ხელოვნების სულს ნიშნავს. ეს იმიტომ, რომ მას ადვილად შეუძლია ადამიანის სულზე ზემოქმედება. სატანა დაცემამდე თავადაც ანგელოზებთან ერთად დიდებით უგალობდა უფალს, ამიტომ სრულყოფილად იცნობს იმ სულიერ ძალას და თვისებას, რასაც მუსიკა ფლობს. სწორედ ამიტომ, ამ საუკეთესო იარაღს აქტიურად იყენებს ადამიანთა სულების წარსაწყმედად. დღეისათვის ეს იარაღი არის როკ-მუსიკა. საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, როკ-მუსიკას უამრავი თაყვანისმცემელი გააჩნია. მუსიკის ეს ჟანრი, რომელიც 50-იან წლებში აღმოცენდა. დიდ სოციალურ-კულტურულ მოვლენად იქცა. იგი ყოველი ახალი თაობის განწყობის მიხევით იცვლება, დასახელებებს იცვლის, თითქოს ერთმანეთს კიდეც ეწინააღმდეგება, მაგრამ არსით იგივე რჩება. გადავხედოთ როკის ისტორიას: ეს მუსიკა აფრიკის ჯუნგლებიდან მოვიდა. 1619 წელს მონებით მოვაჭრეებმა ამერიკაში მონებთან ერთად ჩაიტანეს მუსიკაც, რომლის მაგიური ძალა დოლების ჰიპნოზურ რიტმში მდგომარეობს. ეს მუსიკა სატანურ რიტუალებზე სრულდებოდა. თავად როკ-მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წარმომადგენელი ჯონ ლენონი აცხადებს: „საუკეთესო როკ-ენ-როლი პირველყოფილია. მისი მელოდია ჯუნგლებიდან მოვიდა“. როკ-შემსრულებელთა გარეგნობაც აშკარად მეტყველებს იმაზე, რომ ისინი პირველყოფილი სულების გავლენას განიცდიან. იგივე მელოდია, იგივე გარეგნობა, იგივე მანიაკალური მოძრაობები... როკ-მუსიკის სერიოზული ჩანასახი ჯერ კიდევ 1951-52 წლებში გაჩნდა, როდესაც ახალგაზრდა ამერიკელმა მომღერალმა ლითლ რიჩარდმა ზანგურ რიტმ-ენდ-ბლუზში ცვლილებების შეტანა დაიწყო. ხოლო ახალი მუსიკალური სტილის აღსანიშნავი ტერმინი „როკ-ენ-როლი“ 1955 წლისთვის ქალაქ კლივლენდის დისკოთეკის დისკ-ჟოკეიმ მოიგონა. ზოგიერთის მოსაზრებით, ეს გამოთქმა იხმარებოდა სქესობრივი აქტის დროს არსებული მდგომარეობის გამოსახატავად. იგი ამერიკული შავი გეტოების ჟარგონიდან არის ნასესხები. 1954-55 წლებში ასპარეზზე გამოდის ახალგაზრდა მომღერალი და გიტარისტი ელვის პრესლი. იგი ამერიკელი ბაპტისტი იყო, რომელმაც მუსკიალური განათლება სამრევლო გუნდში გაიარა. მისი საყოველთაო აღიარების მიზეზი ის იყო, რომ უკუეგდოთ თავიანთი წრის რელიგიური და სექსუალური ტაბუ. იგი მსმენელზე ზემოქმედებას უხამსი პროვოკაციული ჟესტებით ახდენდა. 1956 წელს ედი სილვანის შოუში გამოსვლისას ოფიციალური აღიარება რევოლუციური მოწოდებით მოიპოვა: „ბოლო ბოვუღოთ ინსტიქტების დათრგუნვას, სოციალური პირობითობებს, რომლებიც ხელს უშლიან ახალგაზრდებს, თავისუფლად და მძაფრად გამოხატონ თავიანთი სექსუალობა!“ ელვისი მაშინვე „როკ-ენ-როლის მეფედ“ აღიარეს და იგი თაყვანისცემის საგნად იქცა როგორც სიცოცხლეში, ისე სიკვდილის შემდეგ. დაიწყო სექსუალური რევოლუცია: შეიცვალა ჩვევები, ტანსაცმელი, მოდაში შემოვიდა გრძელი თმა... 50-60-იან წლებში ელვის პრესლის კონცერტებზე ადგილი ჰქონდა აღშფოთებას, გამძვინვარებას, მასობრივ ისტერიას, სექსუალურ ექსცესებს, განსაკუთრებით ქალიშვილებში. პრესლი ბოლომდე თავისუფალი სიყვარულის ფილოსოფიას აღიარებდა და ამასვე ქადაგებდა თავისი სიმღერებით. მისი კონცერტების დროს ოპერატორი ცდილობდა, მომღერალი კადრში მხოლოდ წელსზემოთ გამოჩენილიყო, რადგან სხეულით ურცხვ მოძრაობებს აკეთებდა. მაგრამ გავიდა დრო და რაც უწინ სამარცხვინოდ ითვლებოდა, დღეისათვის მომღერლების აუცილებელ ატრიბუტად იქცა, ასე მუხანათურად, ეტაპობრივად მოქმედებს სატანა. --------------- patrioti 26 აგვ 2013, 14:33 მძიმე როკი როკი მალე უხეშ, „მძიმე როკად“ გარდაიქმნა. ამ მიმდინარეობის მთავარი წარმომადგენლები იყვნენ ჯერი ლი ლუისი, სტივ ნიკსი, ელის კუპერი. რიტმი (ბიტი) გართულდა, უფრო ძლიერი და მძაფრი გახდა. ღრმად გამოიკვლიეს აფრიკელ ტომთა მუსიკალური მემკვიდრეობა, შეისწავლეს ლათინურ-ამერიკული ტრადიციების რიტუალები, „ვოდუ“-ს მუსიკა, რომელიც დაკავშირებული იყო ფალოსის კულტთან, შელოცვებთან და ჯადოსნობასთან. „ბიტი“ - ესაა რეგულარული პულსაციის განუწყვეტელი გამეორება მოკლე რიტმებთან შეთანხმებით. „ბიტი“ მკვეთრად მოქმედებს პიროვნების ფიზიკურ და ემოციურ გრძნობებზე, იწვევს მსმენელთა ნერვული სისტემის აღგზენბასა და გონების დამბლასაც კი. ბგერათა სიხშირე 120 დეციბელამდე ადის, რაც ადამიანის მიერ აღსაქმელ ზღვარს აღემატება. ეს იყო პირდაპირი შტურმი პიროვნების წინააღმდეგ, ეროტიკული მისწრაფებების აღმგზნებ „ბიტს“ თან ერთვოდა ადამიანის მომნუსხველი, გამაღიზიანებელი ხმაური, რომელიც ნერვიული სისტემის გადაძაბვას, უკონტროლო გრძნობას იწვევდა, ანუ ეს იყო მოკლე გზა „ჯოჯოხეთისაკენ“. შემდეგი ჟანრი იყო შმაგი როკი, ნარკოტიკის ჟარგონული სახელი, როგორც ები ჰორმანმა განაცხადა, „როკი გვევლინება რევოლიუციის სათავედ. ცხოვრების ჩვეულებრივი სტილია ნარკოტიკები, უცნაური ტანსაცმელი, ყველაფრის დამაკმაყოფილებელია როკ-მუსიკა. სწორედ ესაა რევოლუცია“. --------------- Mindia 26 აგვ 2013, 14:34 patrioti, ერთი სიმღერა დაატრიალეს და დარწმუნებული ვარ ეგ იქნებოდა კომერციული ხრიკი :) როკის ისტორია ბუნებრივია ვიცი, ოღონდ ეკლესიისგან შემოთავაზებული არა. :) დაგიტრიალებია შენ პირადად სიმღერები უკან? ან მე ეხლა გიტარა რომ ავიღო და დავუკრა როკი, მერე ეგ კასეტაზე ჩავწერო და დავატრიალო რა იქნება? დიდება სატანაო დიდება სატანაო? :) მაპატიე, თუ ვეხები რწმენას და რამე რუმე, მაგრამ აი ძაან მეცინება ეხლა, ლამისაა გადავჟირდე. :D --------------- patrioti 26 აგვ 2013, 14:35 სატანური როკი მესამე ფაზა უკვე სატანური როკი იყო - ოკულტიზმის გავლით სატანის კულტამდე. ამას სათავე დაუდეს „ბითლზებმა“, როცა 1968 წელს გამოუშვეს „თეთრი ალბომი“ ორი სიმღერით: „№1 რევოლუციონერი“ და „№9 რევოლუციონერი“. ამიერიდან როკ-მუსიკა სატანისკენ მიმავალ აშკარა გზას დაადგა. 1976 წლის ჟურნალ „პოპ“-ის ერთ-ერთ გამოცემაში გამოქვეყნდა სტატია სათაურით „დაუჯერებელი ამბები ბითლზებზე“, რომელშიც ტონი შერიდანი სილვერბითლზის შესახებ მოგვითხრობს: „მე ვიცოდი, რომ ჯონი რეგულარულად ესწრებოდა სპირიტულ სხოდმებს. ერთ-ერთი ასეთი სხდომიდ შემდეგ მან მითხრა: „ახლა ვიცი, რომ მე ბითლზთან ერთად ისეთ წარმატებას მივაღწევ, როგორიც აქამდე არცერთ ჯგუფს არ ღირსებია. ამაში ახლა დარწმუნებლი ვარ, რადგან ამ წარმატებისათვის სული ეშმაკს მივყიდე“. „ბითლზების“ დაშლის შემდეგ ჯონ ლენონმა აშკარად დაიწყო ეშმაკისადმი მიძღვნილი სიმღერების წერა, სადაც პირდაპირ უმღეროდა ლუციფერს: „... ჩვენ ხელები გვაქვს შეკრული. მხოლოდ გამუდმებით შეგვიძლია შეგთხოვოთ: გაათავისუფლე ხალხი. 666-ია შენი სახელი“. ამ სიმღერის გამოსვლიდან 10 წლის შემდეგ ჯონ ლენონი მისივე თაყვანისმცემელმა მოკლა. როცა მას დუსვეს შეკითხვა, თუ რატომ მოკლა საყვარელი მომღერალი, განაცხადა: „მე წინააღმდეგობის გაწევა ვერ შევძელი! ეს შინაგანმა ხმებმა მაიძულეს!“. ტონი შერიდანისთვის მიცემული ინტერვიუდან ზუსტად 20 წელი იყო გასული. ალბათ, ეშმაკისაგან „ნაყიდი“ დრო ამოიწურა. სატანური როკის მიმდევრები გახლავთ „როლინგ სტოუნზი“, რომლის სატანის ეკლესიის მთავარქურუმი გახდა მიკ ჯაგერი. ამავე მიმდინარეობას მიჰყვებოდნენ „ზე ჰუ“, „ბლექ საბათი“, „ლედ ზეპელინი“, „სტიქსი“. როკ-მუსიკოსებს ურთიერთობა ჰქონდათ ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სატანისტთან ალესტერ კროულისთან (1875-1947 წწ), რომელიც თავს მისტერ 666-დ უწოდებდა და თავის მისიას იმაში ხედავდა, რომ ოკულტური ძალები მუსიკის მეშვეობით მოეყვანა მოძრაობაში. მან ჩამოაყალიბა სამი პუნქტი: 1. ჩვენ ადამიანებზე განუწყვეტლივ განმეორებადი და ხმამაღალი მუსიკით უნდა ვიმქომედოთ; 2. ჩვენ უნდა მოვითხოვოთ ნარკოტიკი; 3. მორალის სფეროში განვითარება მიზანდასახულად უნდა მივმართოთ; აი, სწორედ ასეთ პიროვნებასთან ჰქონდათ კავშირი როკ-მუსიკის „მამებს“, იგი „ბითლზის“ ფირფიტის გარეკანზეც კი გამოსახეს. ჯიმ მორისონი „დორსის“ ერთ-ერთ ალბომში კროულის ქანდაკებასთან ერთად დგას. როკ-მუსიკის მეოთხე ფაზა არის „პანკ როკი“, „პანკს“ უწოდებენ მეძავებს (ორივე სქესის) ინგლისში, ამერიკულ ინგლისურში კი ეს სიტყვა „ნაძირალას“ ნიშნავს. „პანკ-როკის“ მიზანი იმაში მდგომარეობს, რომ აუდიტორია თვითმკვლელობამდე, კოლექტიურ ძალმომრეობამდე მიიყვანოს. ყველაზე ცნობილი ჯგუფებია „ქისსი“, „ტოდ ნიუჯენტი და მუტანტები“, „აფროდიტეს პირმშო“. ხშირია შემთხვევა, როდესაც კონცერტის დროს პარტნიორს შარვალში ჩაკერებული სამართებლით ჭრის და მერე, გასისხლიანებულს ეკლებიანი სამაჯურით სცემს. აღსანიშნავია, რომ როკ-მუსიკის ზოგიერთი წარმომადგენელი სატანური „ეკლესიის“ წევრია. როდესაც ფირფიტას უშვებენ, ისინი შემაღლებულ ადგილას დებენ და თავიანთი ტაძრის ქურუმს სთხოვენ, მოაჯადოვოს ეს ნაწარმოები, რათა მან წარმატება მოიპოვოს. ამ რიტუალის შემდეგ, როდესაც ფირფიტის შესალოცად დემონებს მოუხმობენ, ამავე დემონებს ევალებათ მსმენელზე ზეგავლენის მოხდენა, შეიძლება ამიტომაც არის, რომ მაგალითად, 1981 წელს გაყიდული ფირფიტების 90% როკ-დისკები იყო. ელის კუპერმა განაცხადა, რომ დემონთან დადო ხელშეკრულება, რამაც დიდი აღიარება მოუტანა. მიკ ჯაგერი სატანის კულტის მსახური იყო და შავი მაგიის ყველა საიდუმლო კარგად იცოდა. საკუთარ თავს იგი „ხორცშესხმულ ლუციფერს“ უწოდებს. ამაზე სიმღერათა სახელწოდებაც მოწმობს: „ეშმაკისადმი კეთილგანწყობა“, „მის სატანურ უდიდებულესობას“ და „ჩემი ძმის, დემონის შელოცვა“. ელტონ ჯონმა განაცხადა, რომ არასდროს დაუწერია და უმღერია ისეთი სიმღერა, მანამდე ჯადოსნურ ენაზე რომ არ ყოფილიყო დაწერილი. როკ-ჯგუფის სიმღერების ტექსტებში მრავლადაა ღმრთისმგმობი განონათქვამები, ზოგჯერ კი აშკარა სატანიზმიც კი. მაგალითად, ერთ-ერთი სიმღერის ტექსტი ასე ჟღერს: „სანთლები ციმციმებენ. სამსხვერპლოები იწვიან. უმანკოების სიკვდილი საჭიროა, მსხვერპლი შესწირეთ ლიუციფერს - ჩემს უფალს. მოიტანე სასმისი, ასწიე დანა, კეთილი იყოს შენი მობრძანება ჩემს სამსხვერპლოსთან... დაბეჯითებით მოვითხოვ, მსხვერპლი, დემონები, მსხვერპლი...“ ავსტრალიური ჯგუფი „ინქსი“ მღერის სიმღერას „ეშმაკი ჩემში. ჯგუფ „AC/DC“-ის სიმღერის ტექსტი ასეთია: „მე ვარ მგრგვინავი ჭექა-ქუხილი, წვიმის მშოველი, გრიგალად მოვედი... ჯერ კიდევ ახალგაზრდა ხარ, მაგრამ მოკვდები! ტყვეებს არ ვიყვან, არავის დავზოგავ, ვერავინ შეძლებს წინ აღმიდგეს. მე მოვიპოვე ჩემი ზარები და ჩემთან წაგიყვან ჯოჯოხეთში, შენ ჩემი იქნები... ჯოჯოხეთის ზარები“. განსაკუთრებით გვინდა აღვნიშნოთ ისეთი სიმღერები ტექსტები, სადაც ადამიანებს სრული თავისუფლებისაკენ მოუწოდებენ. მაგ: „თავისუფალი ვარ ვაკეთო ის, რაც მსურს, ვიყო ის, რაც მსურს“ და ა.შ. უფალი კი გვეუბნება: „უარყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯუარი შენი და შემომიდეგინ მე“ (მარკ. 8, 34). ჯიმი ჰენდრიქსი აცხადებს „მუსიკის მეშვეობით შესაძლებელია ადამიანის ჰიპოთეზირება. შეგიძლია აიძულო, ქვეცნობიერად შეასრულოს შენი სურვილი“. როგორც ჩანს, მან კარგად იცოდა ის ფარული ძალა, რაც მუსიკის მიღმა იფარება. მეცნიერული კვლევის შედეგად გაირკვა, რომ ის მცენარეები, რომლებიც წყნარ მუსიკას „ისმენენ“, მალე ყვავიან, ხოლო როკ-მუსიკის გარემოცვაში მყოფი მცენარე ძირითადად ჭკნება და ნადგურდება. თუკი უსულო მცენარე ასე მწვავედ აღიქვამს მძიმე მუსიკას. ადვილად წარმოიდგენთ, თუ რა მოსდის ადამიანს, რომელიც ღვთის ხატად და მსგავსად არის შექმნილი. გარდა სიმღერის ტექსტისა, როკი სავსეა სატანისტური სიმბოლიკით, რაც ასე ხიბლავს დღევანდელ ახალგაზრდობას, რომლებსაც უეჭველია, აზრადაც კი არ მოსდით მათი ჭეშმარიტი მნიშვნელობა. განვიხილოთ ზოგიერთი მათგანი: ამოტრიალებული ხუთქმიმიანი ვარსკვლავი - სიმბოლო მაგიისა, რომელიც სატანური რიტუალების დროს დემონთა მოხმობისას გამოიყენება. ამობრუნებული ხუთქიმიანი ვარსკვლავით გამოისახება ურჩხულის თავი, რომელიც უძველესი დროიდან სიმბოლურად ეშმაკს გამოხატავს. ამ სიმბოლოს ძალიან ხშირად ვხვდებით როკ-ანსამბლების კონცერტებზე, ფირფიტების გარეკანზე, კლიპებში. პანი - ძველბერძნული ღვთაება, რომელიც ადამიანისა და თხის ერთობლიობას წარმოადგენს. პანი სალამურზე უკრავდა და მაგიური მუსიკის შესრულების დროს იხმობდნენ. ავსტრალიის ერთ-ერთი რადიოსადგურს ემბლემაზე გამოხატული აქვს პანი, ანუ სატანა, რომელსაც სალამურის ნაცვლად ხელთ როკ-გიტარა უპყრია. „როლინგ სტოუნზის“ ფირფიტის გარეკანზე გამოსახულია თხის ფეხი ქალის ფეხსაცმლით, სხვა ფირფიტაზე - თხის თავი, რომელიც სისხლით სავსე ქვაბში იხარშება. ალბომის სათაურია: „თხის თავის სუპი“. „ლედ ზეპელინებსაც“ აქვთ ერთ-ერთი პოპულარული სიმღერა - „ვარსკვლავთა გზა ცისაკენ“, სადაც ერთ-ერთ სტროფში მოხსენიებულია პანი - ღვთაება, რომელიც მესალამურეს ნიშნავს: „მესალამურე გიხმობს, რათა გაჰყვე მას“. სამწუხაროდ, დღევანდელი ახალგაზრდები უსმენენ „ლედ ზეპელინების“ რჩევებს და ჯოჯოხეთისაკენ მიჰყვებიან მესალამურეს, რომელიც სიმბოლურად სატანას განასახიერებს. სატანის რქები - პენტაგრამა: ხელების ფრომა, რომელიც ყველაზე ხშირად გვხვდება როკ-მუსიკაში - ესაა საჩვენებელი და ნეკა თითის კომბინაცია. სატანის ამ სიმბოლომ დიდი გამოხმაურება ჰპოვა და გაუცნობიერებლად ყველა ახალგაზრდა გამოსახავს როკ-მუსიკის კონცერტებზე. ელვა - ელვის სიმბოლო აღებულია ოკულტიზმიდან და გმოხატავს სატანის სიმბოლოს. სახარებაში უფალი ამბობს: „ვხედავდ ეშმაკსა ვითარცა ელვასა, ზეცით გარდამოვრდომილსა“. ანსამბლი „ქისს“ და სხვა მრავალნი აქტიურად იყენებენ ამ სიმბოლოს. ნუთუ დამთხვევაა, რომ ჰიტლერის სატანურ ორგანიზაციას ეს-ეს-ს თავის სიმბოლოდ სწორედ ელვა ჰქონდა?! ცნობილია, რომ ეშმაკს სძაგს ჯვარი, ამიტომ ყოველნაირად ცდილობს მის შეურაცხყოფას. თუმცა როკშემსრულებლები ხშირად გულსაკიდი ჯვრით „დამშვენებულნი“ მღერიან, მაგრამ ეს, მათი მხრიდან, ჯვრის დაცინვისა და გაუფასურების საშუალებად უნდა მივიჩნიოთ. შეიძლება გაგვიჩნდეს კითხვა: რატომ შეურაცხყოფენ და ებრძვიან იმას, რისიც, თითქოსდა, თავად არ სწამთ? საქმე ისაა, რომ თვითონაც კარგად უწყიან ჯვრის ძალა და მადლი, ამიტომ ებრძვიან მას ასე თავგამეტებით შავბნელ ძალებთან „დამეგობრებული“ მუსიკოსები. ღვთისმშობლის სახელით ცნობილმა მომღერალმა მადონამ თავის ერთ-ერთ ინტერვიუში მაცხოვრისა და ჯვარცმის შესახებ ისეთი მკრეხელური აზრი გამოთქვა, რომ უხერხულად მიგვაჩნია მისი ციტირება. ჯვრის ამობრუნება ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია სატანისტურ რიტუალებში. იგივეს იყენებენ როკმუსიკაშიც. ერთ-ერთ კლიპში მიკ ჯაგერი დემონსტრირებას უკეთებს მაისურს, რომელზეც ჯვარი უკუღმა არის გამოსახული, რაც ჯვრის ყველაზე დიდი შეურაცხყოფაა. მუსიკალურ კლიპებში ხშირად გამოყენებულია ალმოდებული ჯვრები, ჯვარზე გაკრული ქალები და სხვა მკრეხელური სურათები. --------------- Mindia 26 აგვ 2013, 14:35 რუსული ვინც იცით http://ru.wikipedia.org/wiki/%D0%A0%D0%BE%D0%BA-%D0%BC%D1%83%D0%B7%D1%8B%D0%BA%D0%B0 :) --------------- gio-x.z. 26 აგვ 2013, 14:38 Eh eseni im cignshi ecera sityvasityvit,sadgac 12clis cin cavikitxe.is rogor iyo,eshmakma ro jurnalists chaschurchula es chemi nadavliao :/ --------------- patrioti 26 აგვ 2013, 14:38 Mindia, აქ საქმე სულ სხვანაირადაა, და ამაზე პირველ პოსტშია ნათქვამი, თუ როგორ იქმნება სატანისტური მუსიკა --------------- patrioti 26 აგვ 2013, 14:39 როკი და ტრანსსექსუალიზმი როკის ერთ-ერთი განუყრელი ნიშანია ტრანსსექსუალიზმი. ეს არის მუსიკა, რომელიც ახალგაზრდებსა და მოზარდ თაობას სიყვარულის ჭეშმარიტი არსის მიმართ გარყვნილ დამოკიდებულებას უყალიბებს. „როლინგ სტოუნზის“ ერთ-ერთი წევრი ინტერვიუში ამობობს: „როკი არის სექსი და ახალგაზრდებზე მისით უნდა მივიტანოთ იერიში“. ხოლო ჯორჯ მაიკლის სიმღერაში „მინდა შენი სექსი“, ტექსტი ასე ჟღერს: „მე არ მჭირდება ბიბლია, მხოლოდ ჩამხედე თვალებში“. საინტერესოა აგრეთვე ე.წ. „ანდროგენური (ორსქესიანი) როკის“ ისტორია. 1951 წელს ჯონ რეიმ პირველად გაუკეთა დემონსტრირება თავის „ქალურ“ თვისებებს. 1953 წელს ლითლ რიჩარდმა პირველად გაიკეთა ვარცხნილობა ქალთა სალონში, რის გამოც „ანდროგენ-როკის ნათლიმამის“ წოდება მიიღო. 1958 წლიდან გამოჩნდნენ მომღერლები, რომლებიც ფალცეტით (მამაკაცის ქალისებური ხმა) ასრულებდნენ სიმღერებს, რამაც, რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, დიდი მოწონება დაიმსახურა მდედრობითი სქესის თაყვანისმცემლებში. 1966 წელს „როლინგ სტოუნზის“ ფირფიტის გარეკანზე ჯგუფის ყველა წევრი ქალის კაბებით არიან გამოსახულნი. მოგვიანებით როკ-კონცერტებზე უკვე ჩვეულებრივ მოვლენად იქცა ქალის ტანისამოსში გამოწყობილი მამაკაცები, რომელთა უმეტესობა ბისექსუალია და ზოგი მათგანი უკვე შიდსითაც კი გარდაიცვალა... არა მხოლოდ როკ-მუსიკა, მისი სხვადასხვა დამატებითი კომპონენტებიც კი უარყოფითად მოქმედებენ ადამიანის სულზე. მაგალითად, დასავლეთის ქვეყნების დისკოთეკები სხვადასხვა მკერხელური წინადადებიებით იწვევენ ახალგაზრდებს. ერთ-ერთი დისკოთეკის კარზე დახატული ეშმაკი პირდაპირ მიმართავს ადამიანს: „შენ ვერ წახვალ სამოთხეში, ასე რომ მობრძანდი ჯოჯოხეთში“. თვალშისაცემია, რომ ამგვარი დისკოთეკები ძირითადად კვირაობით ეპატიჟებიან ახალგაზრდებს, რათა ამითაც შეურაცხყონ უფალი. ამაზე ნათლად მეტყველებს სხვა რეკლამებიც: „ღვთისგმობა - განკითხვის დღე“, „ჯოჯოხეთის სახლში ცოდვით აღსავსე ხმები გაისმის. დიჯეი დემონი“. ეს ყოველივე შემთვევითი არაა. --------------- patrioti 26 აგვ 2013, 14:40 როკის „წმიდანები“ შეინიშნება აგრეთვე ერთი ტენდენცია: „როკ-ვარსკვლავების“ წმინდანებისათვის შედარება. მაგალითად, ერთ-ეთი ჯურნალისტი წერდა: „თუკი ელვისი იყო ღმერთი, მაშინ ბითლზი იქნებოდა ქრისტე“. სტატიების სათაურებში: „მადონა - როკის წმიდანი“, „თინა თერნერი - მუსიკის წმიდანი 50 წლისაა“ და ა.შ. მაგალითად, მომღერალი ოზი ოზბორნი მღვდელმთავრად იწოდება, თუმცა თავად სურს... ქრისტე იყოს. ჯონ ლენონმა განაცხადა: „ქრისტიანობა გადაშენდება - იგი დაპატარავდება და მერე გაქრება. მე მართალი ვარ და ჩემი სიმართლე დადასტურდება. ჩვენ ახლა უფრო პოპულარულები ვართ, ვიდრე იესო ქრისტე. და მე არ ვიცი, ვინ წავა პირველი - როკ-ენ-როლი თუ ქრისტიანობა“. კომენტარი აქაც ზედმეტად მიგვაჩნია. 80-იან წლებში აღმოჩნდა ფენომენი, რომელიც დღემდე ბოლომდე არ არის ახსნილი. ეს არის ფირფიტის უკუღმა დატრიალებისას გამოცემული ფარული ხმები, სხვადასხვა მიმართვები, ღვთის საგმობი სიტყვები და სატანის დიდება. საინტერესოა, რომ ეს წინასწარგანზრახულად არ კეთდება, ვინაიდან თავად სიმღერის ავტორისთვისაც კი შედეგი ყოველთვის მოულოდნელია. მაგალითად, „ბითლზების“ სიმღერაში „რევოლუცია №9“ სიტყვა №9 თორმეტჯერ მეორდება. თუ ამ ადგილს უკუღმა მოვისმენთ, გამოდის ფრაზა: „სექსუალური სიამოვნება მაგრძნობინე, მკვდარო ადამიანო“. „ლედ-ზეპელინების“ სიმღერაში „კიბე ცისკენ“, მესამე სტროფის უკუღმა მოსმენისას გამოდის: „მე უნდა ვიცხოვრო სატანისათვის“, ხოლო სიტყვებში კიდევ გაქვს დრო, რომ შეცვალო გზა, რომელსაც ადგახართ“ - „საყვარელო სატანა, შენს გარდა ვერავინ მიჩვენებს გზას“. „ბლექ ოუკ არკანზასის“ ჯგუფის სიმღერაში „როდესაც არკანზასში ელექტრობა შემოვიდა“, უკუღმა მოსმენისას გაისმის: „სატანა... სატანა... სატანა... იგი ღმერთია... ღმერთია... ღმერთია“ რის შემდეგაც დემონური სიცილი გაისმის. (ზოგიერთი სიმღერის უკუ-დატრიალების ეფექტს შეგიძლიათ მოუსმინოთ მისამართზე: http://jeffmilner.com/backmasking.htm) --------------- patrioti 26 აგვ 2013, 14:40 ამბობენ, თითქოს არსებობს „ქრისტიანული როკის“ მიმდინარეობაც, მაგრამ ეს სინამდვილეს არ შეეფერება. როკი მუსიკის ველური სახეობაა, სულს აშფოთებს და უარყოფით ემოციებს იწვევს, როგორ შეიძლება, ადამიანმა ასეთ მშფოთვარე მდგომარეობაში ადიდოს უფალი?! ეს იგივეა, რომ არსებობდეს „ქრისტიანული მეძაობა“ ან „ქრისტიანული მაგია“. იმისათვის, რომ უფრო ადვილად შენიღბონ როკ-მუსიკის ჭეშმარიტი არსი, ხშირად ცდილობენ, ზნეობრივი ცხოვრების წესს შეუთავსონ იგი. მაგალითად, ელის კუპერი ასეთ „კომპრომისზე“ მიდის: „დილით ეკლესია, ღამით როკ-ენ-როლი“ წმიდა წერილი კი გვასწავლის „ვერვის ხელ-ეწიფების ორთა უფალთა მონებად: ანუ ერთი იგი მოიძულოს და სხუაი იგი შეიყუაროს, ანუ ერთისაი მის თავს-იდვას, და ერთი იგი შეურაცხყოს“ (მთ. 6.24). უნდა ვიცოდეთ, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ სატანის მორიგი ნიღაბი და ხაფანგია. თუმცაღა ეს, რა თქმა უნდა, არ ეხება მუსიკის სხვა მრავალ ჟანრსა და შემსრულებლებს. მართლმადიდებელი ქრისტიანისათვის როკ-მუსიკით გატაცება მეტად საშიშია. ნუთუ ვინმეს გაუჩნდებოდა სურვილი თუნდაც მსუბუქად გასართობად გათამაშებოდა სატანას (?!) გავიხსენოთ საყოველთაოდ ცნობილი ხატი: ჯოჯოხეთისკენ მიმავალი გზა ფართოა და მრავალფეროვანი, ეშმაკი საკრავით ხელში, ტკბილი სიმღერებით ყველას თავისკენ ეპატიჟება, მაგრამ ხატზე ისიც მკაფიოდ ჩანს, და რაც ყოველთვის უნდა გვახსოვედეს, რომ სასუფევლისაკენ მხოლოდ ვიწრო და ძნელი გზა მიგვიყვანს. რადგან წმიდა წერილში ნათქვამია „არცა მეძავთა, არცა კერპთმსახურთა, არცა მუმრუშეთა, არცა ჩუკენთა, არცა მამათმავალთა... არცა მაგინებელთა სასუფეველი ღმრთისაი ვერ დაიმკვიდრონ“. --------------- Mindia 26 აგვ 2013, 14:42 [url=http://archive.wapforum.ge/viewtopic.php?p=2561&cit]ციტატა: patrioti ვიცი რაშიცაა საქმე. კაი, აღარ გეკამათები, აზრი არა აქვს თორე კიდე ვცდიდი. :) მაგრამ ეს რომ აბსურდია ისევე ნათელია როგორც 1+1=2 ჩემთვის. :) --------------- patrioti 26 აგვ 2013, 14:51 Mindia, მეც არ ვკამათობ მათთან ვინც როკს უსმენს, რადგან აზრი არ აქვს. მაგრამ ვინც მეკამათა ამაზე მხოლოდ პირადი შეხედულებებით საუბრობდა. არგუმენტების გარეშე. --------------- Mindia 26 აგვ 2013, 14:55 patrioti, პირადი შეხედულებით არა, ლოგიკით. :) --------------- gio-x.z. 26 აგვ 2013, 14:57 [url=http://archive.wapforum.ge/viewtopic.php?p=2534&cit]ციტატა: Mon Ami ise ra gacinebs a.me eg seriozulad vtqvi --------------- patrioti 26 აგვ 2013, 14:58 Mindia, ლოგიკა პირადი შეხედულებებიდან გამომდინარეობს და ლოგიკაზე უფრო ფაქტებია სარწმუნო. ისეთი ფაქტები რომელზეც უამრავი მეცნიერი მუშაობდა. ეს ესა, უბრალოდ ფსიქოლოგიური ზეგავლენა მუსიკის ძალიან დიდია და დიდი გამოცდილებით ვამბობ ამას. --------------- Aristokratka 26 აგვ 2013, 15:03 patrioti, didi simpatiebi chemgan shen! Getanxmebi. Saintereso da kargi postebia. --------------- Mindia 26 აგვ 2013, 15:06 patrioti, რას თვლი ფაქტად? :) ისაა ფაქტი რომ ათასობით როკერისგან ერთიორმა სატანისტური ტექსტით შემოიფარგლა? :) ეს ფაქტი არაა, ესაა ილუზია და წარმოსახვა ამბისა ისე როგორც აწყობს ზოგიერთი კატეგორიის ადამიანს. მაგალითად შენზე შეიძლება ასე ითქვას. არაფერი არ მაქვს საწინააღდეგო თეორიებისგან, მაგრამ ფაქტი სულ სხვა რამეა. :) მეცნიერის ენაზე ლაპარაკი მითუმეთეს აბსურდია, რადგან ოფიციალური მეცნიერული კვლევის შედეგები ქვეყნდება ბევრად უფრო მაღალ დონეზე ვიდრე ყვითელი ბულვარული პრესა და ზოგიერთი ადამაინის ბლოგზე. როკი არაა სატანისტური, სატანისტური შეიძლება იყოს სხვადასხვა ადამიანის შემოქმედება ნებისმიერი ჟანრიდან. :) მარა არა მთელი მიმდინარეობა და ჟანრი. დანარჩენი შენ იცი, ისე როგორც წარმოსახვავ და რას ჩათვლი ფაქტებად. :) --------------- Mana Sama 26 აგვ 2013, 15:08 †dideba metals† --------------- gio-x.z. 26 აგვ 2013, 15:17 [url=http://archive.wapforum.ge/viewtopic.php?p=2581&cit]ციტატა: Mindia religiuri gadmosaxedidan yvelaferi rac religiis scavlebas ecinaagmdegeba aris satanisturi. rok musika rom zogadad antimartlmadidebluria ar chirdeba magas kamati.shesabamisad satanisturic yofila.ratom edavebi.is ufro sasaciloa adamiani martlmadideblad miichnevdes tavs da metalebs usmendes --------------- patrioti 26 აგვ 2013, 15:18 Mindia, რამდენი პოსტი დავწერე, სულ მაგალითებით და დასკვნებით და ფაქტს ეძებ კიდევ? :D აი მაგალითია ამ პოსტის წინა პოსტი. არა დიდება უფალსო არამედ მეტალსო --------------- gio-x.z. 26 აგვ 2013, 15:19 Roks ar chirdeba religiuri adamianebi.vin adzalebt mousmineto.cavidnen sxva ufro satno saqme monaxon --------------- Mindia 26 აგვ 2013, 15:21 gio-x.z., მეტალს გააჩნიათქო, მთელი როკ კულტურა არაა ანტირელიგიური. :) თორე ღრმა მორწმუნე ადამიანს (რომელიც სხვა ვერაფერზე ვერ ფიქრობს) ბუნებრივია ვერ აღიქვამს იმ მუსიკას რომელიც მის გრძნობებს ეხება. საქმე იმაშია რომ ყველანაირი როკი არ ეხება მორწმუნეების გრძნობებს და ის რაც აღწერილია პირველ პოსტებში ეგ თეორიები არის აბსურდული. :) --------------- Aristokratka 26 აგვ 2013, 15:23 patrioti, sxvatashoris mec uceb imas mivaqcie yuradgeba. --------------- Mindia 26 აგვ 2013, 15:24 [url=http://archive.wapforum.ge/viewtopic.php?p=2588&cit]ციტატა: patrioti ყველა მორწმუნე ვერ იქნება და ვერც როკის მსმენელი და ამ აბსურდების (ყვითელი პრესის, რომელიც ნებისმიერ რამეს წერს ოღონდ ტირაჟი გაეზარდოს) წამკითხველი. :) უბრალოდ ბრმად რომ იჯერებ ამას, ესაა უცნაური მოვლენა. --------------- Mana Sama 26 აგვ 2013, 15:27 patrioti, dideba ufals mashinac ar vambobdi, roca metali arc vicodi ra iko. rom miacere uceb metalis gavlenas --------------- gio-x.z. 26 აგვ 2013, 15:35 [url=http://archive.wapforum.ge/viewtopic.php?p=2590&cit]ციტატა: Mindia damisaxele romelime jgufi,romlis teqstebic misagebi unda iyos religiistvis sheni azrit)) --------------- Mindia 26 აგვ 2013, 15:37 [url=http://archive.wapforum.ge/viewtopic.php?p=2598&cit]ციტატა: gio-x.z. ბევრია და ეხლა საგალობლები არცერთ სხვა ჟანრშიც არაა. --------------- patrioti 26 აგვ 2013, 15:39 gio-x.z., არასწორად მსჯელობ ჩემის აზრით, რადგან რელიგია ადამიანებს კი არ ებრძვის არამედ იმ მუსიკას რომელიც სატანას ,,გალობად" ითვლება. და ყველა მუსიკა ასეთი არაა. როკი კი უმეტესად დატვირთულია ასეთი მუსიკით და ყველა არ არის სატანისტური. --------------- gio-x.z. 26 აგვ 2013, 15:48 [url=http://archive.wapforum.ge/viewtopic.php?p=2601&cit]ციტატა: Mindia xo ara imas ar vambob marto rokia egre metqi. martlmadideblur scavlebas tu miyveba adamiani imistvis saqeifo tashfandurebis smenac miugebeli unda iyos da bitlzebisac. ubralod rok musika ufro seriozulia,ufro inteleqtualuri da meti zianis miyeneba sheudzlia religiistvis.amitomac aketeben aqcents amaze dziritadad --------------- LILITH 26 აგვ 2013, 15:50 [url=http://archive.wapforum.ge/viewtopic.php?p=2560&cit]ციტატა: gio-x.z. kertisi iko eg eshmaki :D pospankic satanuria)) 27 Apr, 21:52 -JAN,RA ARIS FSIQIATRIS MONAXULEBIS MIZEZI? -chems dzvel patologiebs,devnis shishs,tropikalizms,sxvadasxva perversiebs,ukve shevechvie.matze ar aris saubari.axali gatacebebi mashinebs: zizgi sakutari sxeulis mimart,da arc vici rogor vtqva,frenis ckurvili tu ragac eseti.. -RA GAQVS MXEDVELOBASHI,RODESAC FRENAZE SAUBROB? -minda chems sizmrebs realizeba gavuketo,magalitad,xshirad mesizmreba,manchesteris tavze rogor dafrinavs giganturi grifi da me brchkalebit vucherivar.shemdeg me is grublebisken mimafrens da am sazizgari haeris fafashi vixrchobi..carmoudgenlad mshvenieri shegrdznebaa.. -ANU,ES IS SIDZULVILIA SAKUTARI SXEULIS MIMART?SIKVDILIS SURVILI? - ara.rac me maqvs mxedvelobashi,sikvdili ar aris,aramed ragac minishneba masze,qvecnobieri naxtomi sikvdilis gavlit,romelic me materialurad mimachnia.pirveli grdznoba,rasac me mas vukavshireb,tkivilia..me ubralod minda idealur,usxeulo garemoshi movxvde,vusmino vagners da davtkbe sakutari dzvlebis,kidurebisa da shegrdznebebis ar qonit..rame uazros vambob? -KVELAFERI RIGZEA. DA VISTVIS MGERI? - suleluri kitxvaa,mgoni aq isedac kvelaferi natelia.. -DA MAINC? - mkvdrebistvis vmgeri.. -TU ME VUSMEN DA MIKVARS SHENI JGUFI,E.I MKVDARI VAR? -me ar maqvs mxedvelobashi fiziologia da sxva materialuri sisadzagle..filosofiur ideaze vsaubrob,nu saertod,es shentvis rtulia.. -TAVISUFAL DROS RITI XAR DAKAVEBULI? -filosofiita da garkvnilebit -DA MAGISGAN TAVISUFAL DROS? - mdzinavs.tumca es pirvelisa da meoris sintezia.mgoni,mets arafers vaketeb.musika?xandaxan ki,magram ishviatad..chven genialurad vukravt,repeticiebi ar gvchirdeba da gmertma ar qnas uketesad davukrat,torem kvelaferi eshmakebtan jojoxetshi chaintqmeba. -SHEN GMERTI DA ESHMAKI AXSENE.MORCMUNE ADAMIANI XAR? -diax,me grmad religiuri var. -ROMELI RELIGIIS MIMDEVARI XAR? -ar getkvi! ubralod ar mikvars,roca chemi tadzris,chemi kantoris (kertisi icinis) karze iseti idiotebi akakuneben,rogoric shen xar. is ambavi gamaxsenda,ert mkvdars rom daukakuna kuboze medzavma da ugirsi ram shestavaza..mere ra moxda,agar maxsovs.. --------------- angel of death 26 აგვ 2013, 16:29 Aq Bnela :) cnobistvis : rokic ar gamochenila uceb da satanas ar ufeshqashia jojoxetidan. Isic kanonzomieri ganvitarebis shedegia. Mitumetes baladebshi igrznoba rom isic xalxuri musikidan modis. (Axla ar tqvat kudianebis memkvidreobidanaao :D ) --------------- patrioti 26 აგვ 2013, 16:30 angel of death, ყველაფერი წერია ჩემ პოსტებში, უბრალოდ წაიკითხეთ :) და მერე შეფასებები --------------- Mindia 26 აგვ 2013, 17:11 [url=http://archive.wapforum.ge/viewtopic.php?p=2605&cit]ციტატა: gio-x.z. ვეთანხმები ამ მოსაზრებას. :) უბრალოდ ჩემზე უკეთ დაალაგე აზრი. --------------- b.nukri 27 აგვ 2013, 20:09 ვერ ვიტან როკს მძულს . --------------- Stranger 27 აგვ 2013, 20:13 :D პირველ პოსტებზე ვიმხიარულე კარგად. ,, ისინი თავიანთი “ტაძრის” ქურუმს სთხოვენ მოაჯადოოს ეს ნაწარმოები, რათა წარმატება მოიპოვონ.'' .lol. --------------- IDIOTEQUE 27 აგვ 2013, 20:20 ეს დაკოპირებული პოსტები რაღაც ვიდეოს მახსენებს "როკი და ოკულტიზმი"-ასე ჰქვია მგონი :D --------------- crawl 11 ოქტ 2013, 13:31 სათნოებით შენიღბული ბოროტება .lol. --------------- Shoti 20 ოქტ 2013, 15:50 ვახ ჩემი, სატანისტი ვარ თუ რავიცი რასაც ეძახით. --------------- x.z. 20 ოქტ 2013, 17:16 Aha tqven sheunighbavi boroteba http://pitchblackcelebration.com/wp-content/uploads/2008/03/gorgoroth.jpg eseni unda asmenino statiis avtors :d --------------- Aristokratka 20 ოქტ 2013, 17:35 patrioti, sad xar dakarguli. Piradad me roki, repi, popi da a.sh. Absoluturad ar magelvebs es mimdinareobebebi. Vusmen mxolod klasikas. Roks ver vitan. Mzimes gansakutrebit. Bgavian cxovelebivht.adamianis iersaxe dakarguli aqvt. Braxa bruxia tavidan bolomdi da egaa. Axla ar damicyot aq esa da isa. )) nagavze arian gadasayrelebi tavianti albomebit. :D --------------- x.z. 20 ოქტ 2013, 17:48 [url=http://archive.wapforum.ge/viewtopic.php?p=33998&cit]ციტატა: Aristokratka esa da isa. she klasikis msmenelo shena. she musikashi ertob grmad chaxedulo --------------- vika 20 ოქტ 2013, 18:12 [url=http://archive.wapforum.ge/viewtopic.php?p=33983&cit]ციტატა: x.z. :D :D Shenada,ras fiqrob musikis mimartulebitac xom ar unda gacherdes adamiani sadme,aidebis ar iyos, Da tu unda gacherdes,sad? --------------- x.z. 20 ოქტ 2013, 18:25 [url=http://archive.wapforum.ge/viewtopic.php?p=34018&cit]ციტატა: vika sadac gauscordeba.ra ...oba kitxvaa :/ tu imis iqit aghar giscordeba midi da gacherdi --------------- vika 20 ოქტ 2013, 20:09 [url=http://archive.wapforum.ge/viewtopic.php?p=34020&cit]ციტატა: x.z. ..oba ara buskvercxi : / Yovel shemtxvevashi shen ufro metad ginda ...oba iyos,vidre aris da anasavit nu mesityvapampulebi chemikai : / rom gamovidnen da moitxovon rock da metal musikis diskebis,failebis,koncertebis aghkveta rogorc satanuris da a.sh,maset "gacherebis mcdelobas" tu moiwoneb metqi IDebis analogiurad..eg gkitxe..) ^^ --------------- x.z. 20 ოქტ 2013, 20:16 [url=http://archive.wapforum.ge/viewtopic.php?p=34049&cit]ციტატა: vika idebze da makontrolebel sistemaze chemi azri tu gainteresebs piradshi mkitxe.aq ras gamomifine. musikas rac sheexeba mainc sisuleles mekitxebi.xom xedav ro me tviton vusmen mag satanur musikas.sxvebi tu magas moitxoven da i###fanduraveben ratom unda daushva rom me eg momeconeba,ver mivxvdi.me tu gavxdi xval antiborotmusikisti ki batono.magram rom ar var xo xedav :/ ---------------