ოცნება LILITH 15 ოქტ 2013, 16:03 ალბათ ყველას აქვს ოცნება,მაგრამ ყველას არ შეუძლია მისი ასრულება,სხვადასხვა მიზეზის გამო. თუმცა ადამიანი რომ დაფიქრდეს,ერთადერთი მიზეზი საკუთარ ძალებში დაეჭვებაა. საკუთარ თავზე მუშაობის ე.წ წესები,ოცნებების ასახდენად) გაეცანით და თუ შეგიძლიათ,გამოიყენეთ) შეუძლებელი არაფერია სანამ კონკრეტულად ოცნებების ახდენაზე გადავალთ, პირველი, რაშიც უნდა იყოთ ბოლომდე დარწმუნებული - შეუძლებელი არაფერია. თითქოს ბევრჯერ გაქვთ მოსმენილი ეს ფრაზა და გაცვეთილია, მაგრამ არაც და არამც არ მიიღოთ ეს მითად. ოცნება ხდება მხოლოდ მაშინ, როცა ბოლომდე ხართ მის ასრულებაში დარწმუნებული. 2აფრიმაციები რა არის აფრიმაციები? აფრიმაციები არის მოკლე წინადადებები, რომლის დახმარებით შეგეძლებათ საკუთარი თავის გამხნევება. ადამიანმა გამუდმებით უნდა გაამხნევოს თავი. დავუშვათ თქვენ ხართ უიმედოდ, ხართ დაღლილი და ფიქრობთ, რომ თქვენი ჩანაფიქრი არ გამოდის და არც სურვილს არ უწერია ახდენა ფიქრობთ, რომ ყველაფერი სცდეთ, მაინც ნუ დაყრით ფარ-ხმალს. გონებაში ან დაბალ ხმაზე ისე, რომ თქვენ გესმოდეთ საკუთარი ჩურჩულით მხოლოდ, გაიმეორეთ, რომ თქვენ ამას აღწევთ თქვენ ღებულობთ იმას რაც გსურთ. "მე ამას შევძლებ, მე ამას მივაღწევ". დანებება და ხელის ჩაქნევა არ არის სწორი პოლიტიკა. 3სწორად დასახეთ გეგმა იმისათვის, რომ ახდეს ოცნება და მიაღწიოთ საწადელს, გარდა პოზიტიური განწყობისა და ფიქრისა, აუცილებელია ქმედება. თქვენ უნდა გადადგათ ნაბიჯები, თუნდაც ნელ-ნელა. ყოველდღიურად მცირედით და თქვენ აუცილებლად მიაღწევთ შედეგს. სასურველია თუ სურვილის ჩაფიქრებას და დაგეგმვას რამე თქვენთვის ღირსშესანიშნავ თარიღს დაამთხვევთ, მაგალითად: დაბადების დღე, ახალი წელი, შობა, აღდგომა. ან თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის გამორჩეული თარიღი. 4იყავი მომთმენი, შეგეძლოს ლოდინი "თუ გინდა, რომ საკუთარი ნაშრომის შედეგი იმ წამსვე მიიღო გახდი მაშინ მეწაღე", ასე ბრძანა უორენ ბაფეტმა, რომელიც მსოფლიო მილიარდელების (ფორბსის სიის მიხედვით ბილ გეითსის შემდეგ) სამეულში შედის. როცა გაქვს ოცნება, გაქვს გეგმა, ყველაფერს აკეთებ და ატყობ, რომ არ გამოგდის, ნუ დაგწყდება გული და ნუ დაკარგავ იმედს. შეიძლება სულ მცირე დროში ყველაფერი რადიკალურად შეიცვალოს. ამის მაგალითები ბევრი არსებობს, მითუმეტეს თანამედროვე სამყაროში. 5სწორად დასახეთ პრიორიტეტები ადამიანებს ხშირად ძალიან ბევრი რამ, ძალიან უცებ სურთ. უფრო მეტიც, მათ არ აქვთ სათანადოდ გააზრებული თუ რატომ უნდათ. მე დარწმუნებული ვარ, რომ გაქვთ ბევრი ოცნება. დაჯექით მყუდროდ, მშვიდად, ფხიზელ მდგომარეობაში. დააჯგუფეთ თქვენი სურვილები. დასახეთ პრიოტიტებები თუ რომელია უფრო მნიშვნელოვანია და რა დროისთვის. ასევე გამოყავით თუ რომლის ასრულებას უფრო ინატრებდით. აიღეთ რამე ნივთი, თილისმა რომელიც გაგახსენებთ თქვენს ოცნებაზე. მოდით შევხედოთ ყველაფერს პრაქტიკაში. თქვენ გსურთ გყავდეთ ახალი მანქანა. რა ასოცირდება მანქანასთან? დავუშვათ გასაღები, ან საკიდი (ბრელოკი) დაკიდეთ სახლის გასაღებებთან ერთად მანქანის უბრალოდ მსგავსი გადასაღები, ან საკიდი თქვენი სასურველი მარკის. რამდენჯერაც კი თქვენ დაინახვათ ან ხელით შეეხებით სახლის გასაღებებს გაიხსენეთ თქვენი სურვილი და გაიმეორეთ, რომ აუცილებლად ახლო მომავალში გეყოლებათ სასურველი მანქანა. ნუ გაგიკვირდებათ, თუ რომელიმე მობილური ოპერატორის, ან ლატარეის გათამაშებაში მოიგებთ მას. 6რელიგიური ფაქტორი მოგეხსენებათ რწმენას აქვს დიდი მნიშვნელობა. ლოცვას კი - დიდი ძალა რომელიც უზრუნველყოფს სულის სიმტკიცეს. არსებობს უხილავი და ჩვენთვის დღემდე შეუცნობელი ბევრი რელიგიური ფაქტორი, რომელიც გვეხმარება ყოველდღიურ ცხოვრებაში. შესთხოვეთ თქვენ მფრაველ წმინდანებს, ანგელოზებს და უფალს სურვილების ასრულება. "ითხოვეთ და მოგეცემათ თქუენ" თქვა თავად იესო ქრისტემ. დანარჩენი თქვენზეა რამდენად იცით ლოცვა და რის თხოვნას აპირებთ უფლისადმი. ეგ თქვენ უნდა განსაზღვროთ რა სთხოვოთ უფალს, რა წმინდანებს და ანგელოზებს. 7აზრი მატერიალურია მოერიდეთ ყოველგვარ ნეგატიურ აზრს. იმ წამს, როგორ კი ცუდზე დაიწყებთ ფიქრს, გადაერთეთ პოზიტიურისკენ. შეცვალეთ საქმე ან გამოცვალეთ ადგილი. ერიდეთ ადამიანებს, რომლებიც თქვენზე უარყოფითად მოქმედებენ. ადამიანს ცხოვრებაში ემართება ის რაზეც უმეტესად ფიქრობს. იფიქრეთ თქვენ სურვილების ასრულებაზე. თუ რას იზავთ და როგორ მათი ახდენისას. 8მედიტირება და თვითგიპნოზი მედიტირება და თქვითგიპნოზი ცნობილია უძველესი დროიდან. დილით გაღვიძებისას და ძილის წინ გამოყავით 15-30 წუთი. დარჩით საკუთარ თავთან მარტო. იფიქრეთ და შეიგრძენით თითქოს ყველფერი ეგ უკვე გაქვთ. ნუ დაუშვებთ, რომ გექნებათ მომავალში, რომ სურვილი და ოცნება აგიხდებათ მერე. მომავალი, იქნება ყოველთვის მომავალში. ხაზი გაუსვით, რომ უკვე გაქვთ და რას იზავდით. ეს არ არის მხოლოდ ჯდომა და ოცნება ჰაერზე. პირიქით, თქვენ თქვენი ფიქრებით იზიდავთ იმას რისი მიღებაც გსურთ. ასევე გეცოდინებათ, თუ რას იზავთ მათი ასრულებისას. 9გაიაზრეთ რა გსურთ, ანუ ფრთხილად იყავით საკუთარ სურვილებთან. ადამიანი, რომელიც გაიუაზრებლად იმეორებს ერთსა და იმავეს. ან სურს რამე გაუაზრებლად, საფრთხეს უქმნის საკუთარ თავს. შეიძლება ადამიანმა იმეოროს, რომ სურს დასვენება სამსახურიდან, წუწუნებდეს - გავიდეს ცოტა ხანი და ის დაითხოვონ, ან გახდეს უნარშეზღუდული და ვეღარასდროს შეძლოს მუშაობა. არსებობს ბევრი ნიუანსი რაზეც სიფრთხილე გმართებთ. რაზეც ფიქრობთ და საუბრობთ, დროთა განმავლობაში ყველაფერს იზიდავთ და ყველაფერი მატერიალიზდება. 10იყავით მადლიერი ეს უკანსკნელი აუცილებელია! ყოველთვის, როცა გისრულდებათ ჩანაფქირი იყავით მადლიერი. ხაზი გაუსვით, რომ მიაღწიეთ იმას რაც გინდოდათ. დაიწყეთ მცირე ოცნებების ასრულებით. როცა რამოდენიმეჯერ მოახერხებთ ამას და დაგეუფლებათ გამარჯვებისა და წარმტების შეგრძნება, ეს ყველაფერი გადაებმება ერთმანეთს. უბედურებას ხშირად კვლავ ცუდი და უბედურება მოჰყვება, როცა ოცნების ასრულებას მოყვება სხვა წარამტებები. იყავით მადლიერი და კმაყოფილი. დააფასეთ ! წყარო rogor.ge http://s48.radikal.ru/i119/1104/39/ab4fd995fc9c.jpg raze ocnebobT Tqven? da ras aketebt mat asasruleblad? )) --------------- heretique 15 ოქტ 2013, 16:15 "tkbilad warmtaci tvitmkvleloba." uazrobaa ocneba, vcdilob maqsimalurad realisti viyo. --------------- LILITH 15 ოქტ 2013, 16:19 [url=http://archive.wapforum.ge/viewtopic.php?p=32037&cit]ციტატა: heretique რეალობა სწორედ ჩვენი აზრებისა და ოცნებებისგან გამომდინარეობს, ოღონდ სწორად ფიქრი უნდა შეგვეძლოს) --------------- heretique 15 ოქტ 2013, 16:39 LILITH, ocnebebidan araferi ar gamomdinareobs iluzioruli bednierebis da dakarguli drois garda. romlidanac realoba gamomdinareobs, is ufro survili mgonia da ara ocneba. --------------- LILITH 15 ოქტ 2013, 16:43 [url=http://archive.wapforum.ge/viewtopic.php?p=32041&cit]ციტატა: heretique ოცნება უბრალოდ გამძაფრებული სურვილია) --------------- Nodar Sikharulidze 15 ოქტ 2013, 17:02 Cxovrebashi rac ocneba mqonia yvela amsrulebia, exla ertaderti ocneba maqvs, romelic chems sizarmacezea damokidebuli, darwmunebuli var shevdzleb gavumklavde. Ra tqma unda milionerobaze da prezidentobaze arasodes miocnebia, ocneba yoveltvis chems sulier mxares exeboda da ara materialurs, sheidzleba daamtxvevaa, magram gmertistvis razec mitxovia daxmareba, damxmarebia. Mtavaria gulit gindodes ragac, gulit gwamdes da agisruldeba. Zogis ocneba hyavde s bolo taobis romelime brenid manqana, smartphone, kompiuteri, an hqondes bevri fuli. Hgoniat rom es yvelaferi bednierebas moutant. Da me vpiqrob rom bednierebas mogitant erti ram, gulwrfelad gwamdet da giyvardet gmerti. Gjeorodet sakutari shesadzleblobebis, gqondet sakutari tavis imedi, unda iyot mizandasaxulebi da mebrdzolebi, da unda icodet ,rom, rasac gascemt imas miigebt. --------------- B I B I 15 ოქტ 2013, 23:27 agar maqvs ocnebebi. Avukrdzale chem tavs. Magram kargia roca is aqvs adamians, magram ocnebebsac gaachnia. --------------- VampirE 15 ოქტ 2013, 23:29 არ ვარ მეოცნებე... არ მჯერა ოცნებების ასრულების... --------------- bZzziki 18 ოქტ 2013, 2:19 აღარც კი მახსოვს,ბოლოს როდის ვიოცნებე ---------------