ra aris hostingi da domeni? bako 11 ოქტ 2013, 0:02 ჰოსტინგი არის სივრცე ინტერნეტში რომელსაც გთავაზობენ ჰოსტინგ კომპანიები,თქვენ,სერვერზე გამოგეყოფათ სივრცე რომელსაც სურვილისამებრ მოიხმართ (წესების დაცვით,არის შეზღუდვები რომელსაც აწესებს ჰოსტინგი,წესების დარღვევით შეიძლება დაგბლოკონ გარკვეული დროის მანძილზე ან მთლიანად შეგიზღუდონ უფლებები) ჰოსტინგზე შეგიძლიათ განათავსოთ ნებისმიერი ფორმატის ფაილი: სურათი,ვიდეო,საიტი,მუსიკა,ტექსტი და სხვა. ჰოსტინგზე ფასებს აწსებენ ჰოსტინგ კომპანიები,ანუ ჰოსტინგის სირთულის მიხედვით ფასებიც განსხვავებულია. ჰოსტინგის გადასახადი კი ყოველთვიურია,ანუ თუ თქვენ შეიძენთ 10 ლარიან პაკეტს,ყოველთვიურად მოგიწევთ 10 ლარის გადახდა. ჰოსტინგმა 24 საათიანი მუშაობით უნდა უზრუნველყოს კლიენტი. ჰოსტინგის სრულად გასამართად დაგჭირდებათ პირველ რიგში დომენი რა არის დომენი და რისთვის გამოიყენება ის? საიტის მისამართი არის იპ ციფრებში მაგალითად:127.0.0.1 როგორც ვხვდებით ამგვარი მისამართის დაზეპირება რთულია,სწორედ ამიტომ გამოიგონეს დომენური სახელი,რაც იმას ნიშნავს რომ არსებული ციფრები შეინიღბება მაგალითად: wapforum.ge როდესაც ჩვენ ფორუმში შემოვდივართ ვუკავშირდებით იპ მისამართს,რეალურად ეს არ ჩანს,დომენური სახელი უნდა შედგებოდეს არაუმეტეს 63 სიფრისა,ასოებისა და დეფისისგან "-" დომენები არის რამოდენიმე კატეგორიად დაყოფილი,მაგალითად: საერთაშორისო დომენები : com,org,net... ქვეყნის მისამართი: ge,ru,uk... სპეციალური: tv,mobi,travel... დომენი შესაძლებელია შეიძინოთ მინიმუმ 1 წლით და მაქსიმუმ 10 წლით,ასევე შეგიძლიათ მისი გახანგრძლივება წესისამებრ კარგი იქნება თუ გამოიყენებთ საერთაშორისო დომენებს რადგანაც პოპულარულნი არიან და ასევე მათზე ქვეყნის შიდა წესები არ მოქმედებს,მაგალითად: თუ იყიდით ge დომენს (საქართველო) უდნა იყოთ საქართველოს მოქალაქ,ფიზიკური ან იურიდიული პირი,ასევე არ გაქვთ დომენი გაყიდვის უფლება და იგი მხოლოდ პირად მოხმარებაში უნდა დარჩეს. დომენზე როგორც ჰოსტინგზე არის სხვადასხვა ფასები,ფასებს მასზე გამყიდველი კომპანია აწესებს. დომენური სახელი ერთადერთია მთელ მსოფლიოში,ასევე მას აქვს მარკეტინგული დატვირთვა,მგალითად: wapforum.ge მისამართი მიუთითებს რომ საიტი არის ფორუმ რეჟიმში და სხვა... რაც იმას ნიშნავს რომ,დომენი უნდა აღწერდეს საიტ შიდა მოქმედებებს,ანუ დომენის წაკითხვით უნდა მოხდეს სავარაუდო და სწორი შინაარსის აღთქმა საიტზე მიმდინარე მოვლენების შესახებ. როგორც ავღნიშნე დომენური საიტი არის ერთადერთი,რაც იმას ნიშნავს რომ თუ თვქნ გსურთ საიტის შექმნა,და სასურველი დომენი უკვე შერჩეული გაქვთ,რომელიც არ არის მოხმარებაში,მიზანშეწონილია რომ იყიდოთ,თუნდაც ერთი წლის შემდეგ შეუდგეთ საიტიშ შექმნას,რადგანაც ამ დროის მანძილში შეიძლება თვქნი დომენი სხვა პირმა შეიძინოს. დომენზე გადასახადი (ჰოსტინგისაგან განსხვავებით) არის ყოველწლიური,ანუ თუ დომენი იყიდეთ 10 ლარად,ეს იმას ნიშნავს რომ ყოველწლიურად მოგიწევთ 10 ლარის გადახდა. ასევე არის ქვედომენი რაც შესაძლებელია ასე გამოიყურებოდეს saiti.wapforum.ge ახლა გავშიფროთ: გაშიფრვა დავიწყოთ მრჯვნიდან მარცხნივ,ყურადღებას ვაქცევთ წერტილის ადგილს: ge (დომენი) wapforum (საიტის სახელი) saiti (ქედომენი) პ.ს არ შეგვეშალოს დეფისი და ქვედომენი ერთმანეთისაგან,ისინი მარტივი გასარჩევია დეფისი: "-" წერტილი: "." დომენის სახელს რომ დიდი დატვირთვა გააჩნია მაგალითად მომყავს business.com - რომელის 7.5 მილიონ დოლარად გაიყიდა,ასე რომ თუ თქვენი დომენის მისამართი უნიკალურია,არ გამორიცხოთ ძვირადღირებულადაც იქნას შეფასებული. სტატია მომზადებულია დამწყებთათვის,მათ ვისაც ელემენტარული შეხედულება უნდა ქონდედ ჰოსტინგისა და დომენის შესახებ,რათა შემდგომში სხვადასხვა პრობლემები არ შეექმნათ. რათქმაუნდა დაწვრილებით არ არის ახსნილი,მაგრამ მთავარი აზრი მემგონი გამოკვეთილად აღინიშნება,ასე რომ წარმატებებს გისურვებთ. ---------------