პიანისტი ქალი LILITH 07 ოქტ 2013, 16:31 ოცდაათს მიტანებული, ვენის კონსერვატორიის მუსიკის მასწავლებელი ერიკა კოხუტი დედასთან ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. დედა პენსიონერია, მამა კი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში იმყოფება. დიდი ხანია კოხუტები შემნახველ სალაროში ფულს აგროვებენ სამშენებლო სესხის ანგარიშზე და მალე საკუთარი ბინაც ექნებათ. ამის გამო მომჭირნედ ცხოვრობენ. ერიკა ბავშვი აღარაა, მაგრამ დედის ფხიზელი ზედამხედველობის ქვეშ ცხოვრობს.დედა ყველგან აკონტროლებს, ზუსტად უნდა იცოდეს სად არის და რითია დაკავებული მისი ქალიშვილი. ძალიან ღიზიანდება, როდესაც ერიკა ახალ ჩასაცმელს იყიდის, რადგან ფულის დახარჯვის უფლება არ აქვთ. ერიკას ოთახის კარს არ აქვს საკეტი, იმიტომ რომ დედამ ყოველთვის შეუფერხებლად შესძლოს შიგნით შესვლა - „ბავშვს არ უნდა ქონდეს საიდუმლოებები“ - ამბობს იგი. ერიკას საზოგადოებაში ყოფნა შემოიფარგლება სამსახურითა და კონცერტებით. დედა წყვეტს, ვის შეიძლება ქონდეს ურთიერთობა მის ქალიშვილთან, რის გამოც, ერიკას მცირე საურთიერთო წრე ჰყავს. დედას არ უნდა მისი შვილი გაერთოს „სულელური ოცნებებით სიყვარულზე“ და ისეთი „ფუჭი გატაცებებით“, როგორიცაა კოსმეტიკა და ტანსაცმელი. და რაც მთავარია, დედა ფხიზლად დარაჯობს, რომ მის შვილს მამაკაცი ახლოსაც კი არ გაეკაროს, არ აპირებს გახდეს პატარძლის დედა. „მსოფლიოში ცნობილი პიანისტი ქალი - აი, იდეალი, რაზეც დედა ოცნებობს“. ამ ფილმში,როგორც არსად,ისეა ასახული ქართული სინამდვილე. 3 დღეა ვნახე და ჯერ შოკში ვარ ისევ. როგორ შეიძლება დაუმახინჯოს დედამ შვილს ფსიქიკა. დიდებული ფილმია კინემატოგრაფიის თვალსაზრისით. პიანისტი ქალი La Pianiste 2 სთ 11 წთ ჟანრი: დრამა, მუსიკალური პოსტერები შპალერები სურათები თრეილერები საუნდტრეკი გამოშვება: მაისი 2001 რეჟისორი: მიხაელ ჰანეკე სტუდია: კანალ+http://i.idnes.cz/10/022/c460/CHU313fc4_Jelinek_Pianistka.jpg http://kinofilms.tv/film/pianistka/13114/ --------------- bZzziki 18 ოქტ 2013, 2:28 ეს ისაა,რისი ნახვაც მინდა ახლა. გაგიზიარებ ჩემს შთაბეჭდილებას... თუმცა მე მგონი,ქართველ დედებს ერთი სული აქვთ,გახდნენ პატარძლის დედა --------------- LILITH 18 ოქტ 2013, 2:43 [url=http://archive.wapforum.ge/viewtopic.php?p=33010&cit]ციტატა: bZzziki ძალიან მაგარი ფილმია) საინტერესოა,მოგეწონება თუ არა ) ---------------